[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ეკა გიგაურის სასჯარო ლექცია: “არასამთავრობო სექტორის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“

17.11.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ''საერთაშორისო გამჭვირვალობის საქართველოს'' აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "არასამთავრობო სექტორის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ შედგა. პროექტი გულისხმობს საჯარო ლექციების სამთვიან ციკლს, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ.