[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

მრგვალი მაგიდა – კონსტიტუციის გადასინჯვა

26.04.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში კონსტიტუციონალისტი, პროფესორი ვასილ გონაშვილი მოიწვიეს.

სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრისგან, ამ პროცესებში უშუალოდ ჩართული პირისგან, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შეტანაც იგეგმება ქვეყნის კონსტიტუციაში. სტუმარმა ისაუბრა ადამიანის ძირითადი უფლებების, პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის და კონსტიტუციის გადასინჯვის თავებში დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მნიშვნელობაზე.