პროფ. პაველ მიელკარზი კოზმინსკის უნივერსიტეტიდან
17.05.2017ვიშეგრადის პროექტის ’’ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კოზმინისკის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი) პროფესორ პაველ მიელკარზს უმასპინძლა.
პროფესორმა მიელკარზმა სემინარი ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა თემაზე: "ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში – პოლონეთის გამოცდილება". სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარაპოლონეთისგამოცდილება ევროინტეგრაციის პროცესში და საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმების მიღწევები და გამოწვევები.
სტუმარი, ასევე, შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და განიხილა ორმხრივი ახალი შესაძლებლობები.