[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ევროკავშირი შეუწყობს ხელს

08.10.2015

7 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგზაო უსაფრთხოების სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გაიმართა.

 შეხვედრა ბრიტანული ორგანიზაცია ”უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის აღმოსავლეთ ევროპული ალიანსის“, (EASST) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისა (IBSU) და ფონდ ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ორგანიზებით შედგა.

მიღებას დაესწრნენ საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და  ტაჯიკეთი, ასევე, ადგილობრივი ბიზნესის, არასამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მედიისა და საელჩოების წარმომადგენლები.

 

მომხენებელთა შორის იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, მისი განაცხადებით  ევროკავშირი საქართველოს მყარ პარტნიორად რჩება ყველა მნიშვნელოვან საქმეში, მათ შორის საგზაო მოძრაობის მოწესრიგებასა და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში.

 

თავის მხრივ ’’უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის ევროპული ალიანის“ თავჯდომარემ  და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ლორდ ალფრედ დაბსმა აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ეროვნული სტრატეგია უნდა გახდეს, რაც ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდება.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში, წლების მანძილზე საგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მაშინ, როდესაც ევროპკავშირთან ასოცირების ნაწილში ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულება, რომ ეს რაოდენობები შემცირდეს.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის ფარგლებში, 2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

 

საჯარო გამოსვლების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებზე არაფორმალურ გარემოში ესაუბრათ.