[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის საჯარო სკოლებთან

14.11.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლასთან, თბილისის №200 საჯარო სკოლასთან, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლასთან და თბილისის №81 საჯარო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

შეთანხმების მიზანია მნიშვნელოვან საგანმანათლებლო საკითხებთან მიმართებით ურთიერთხელშეწყობა, განსაკუთრებით კი, ზოგადი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო (ქართულენოვანი), ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო (ინგლისურენოვანი), ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო (ინგლისურენოვანი) და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო (ინგლისურენოვანი) პროგრამების განხორციელების კუთხით თანამშრომლობა.