უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვა
23.10.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია CAYNEX -მ (Caucasus Youth nexus) უცხოელი სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
უცხოელი სტუდენტების უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი, დაარსების დღიდან, ცდილობს დაეხმაროს უცხოელ სტუდენტებს, დაადგინოს მათი პრობლემები, რომელსაც ისინი ქართულ რეალობაში აწყდებიან და შეეცადოს მათ მოგვარებას. დღევანდელი შეხვედრაც უცხოელი სტუდენტების უფლებებსა და ინტეგრაციისთვის საჭირო საკითხებს დაეთმო.