ამერიკელი პროფესორის საჯარო ლექცია ჟურნალისტიკის სტუდენტებისათვის
02.04.2018შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა და მედიამკვლევარმა ჯონ მაქსველ
ჰამილტონმა „თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევებზე" ლექცია წაიკითხა.
ლექციას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ გაიზიარეს სტუმრის გამოცდილება,
მოისმინეს საინტერესო ისტორიები, მიიღეს სასარგებლო რჩევები. სტუმარმა
მომავალ ჟურნალისტებს სამი ძირითადი რჩევა მისცა: გამოიმუშავონ წერის
საკუთარი სტილი; დაიცვან ჟურნალისტური სტანდარტები; და მხოლოდ ნიჭის
იმედად არ იყვნენ, ვინაიდან ბევრია ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ ცოტაა ისეთი, ვინც
მძიმე შრომას არ შეუშინდება.
ჯონ მაქსველ ჰამილტონი ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის
მასკომუნიკაციის სკოლის პროფესორი და ვუდროუ ვილსონის მეცნიერთა
საერთაშორისო ცენტრის გლობალური მკვლევარია. ასევე, იგი ერთ-ერთი ავტორია წიგნისა „ჩაეჭიდე პრესას“.<div>