გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტების სემინარი იბსუში
20.12.2017 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (German Institute for Foreign Cultural Relations) ორგანიზებით #იბსუს სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარები სამოქალაქაო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ სიმულაციური თამაშების სერიას მოიცავს, რომელიც უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში იმართება.
სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს ის ინტერაქტიული მეთოდები, რომელსაც ევროპული სამოქალაქო განათლება მოიაზრებს. სიმულაციური მეთოდები თავის მხრივ გულისხმობს საზოგადოებაში ინტერესების ადვოკატირებას. გერმანიიდან მოწვეულმა კვალიფიციურმა ტრენერებმა სტუდენტებს სწორედ დემოკრატიის საფუძველზე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესის პრინციპები გააცნეს.