ზამთრის სკოლა „ჩემი ბიზნეს გასაღები“
20.02.2018შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის #IBSU ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 17 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, ზამთრის სკოლის ფარგლებში, ყოველწლიურ პროექტს: „ჩემი ბიზნეს გასაღები“ უმასპინძლა. პროექტის მიზანია მოსწავლეებს გაუზიაროს საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, წარმოდგენა შეუქმნას საფაკულტეტო სასწავლო კურსებზე, მიაღებინოს ანალიტიკური, ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, პრაქტიკული ქეისების განხილვის გამოცდილება.
ასევე, გაუუმჯობესოს აკადემიური უნარ-ჩვევები და შუექმნას მათ ინტერნაციონალური სტუდენტური გარემო. პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა. შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და დასაქმებადი პროფესიების: მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, ფინანსებისა და ტურიზმის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები. ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლების 150-ზე მეტმა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლემ.