[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

იტალიელი მეცნიერი მონაცემთა ანალიზის მეთოდებზე

08.12.2017

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტები მონაცემთა სპეციალისტს, ვინჩენცო ლაგანის შეხვდნენ. ვინჩენცო ლაგანი იტალიელი მეცნიერია,რომელიც სტატისტიკური მეთოდების განვითარებაზე, პროგრამული ინსტრუმენტების ანალიზსა და მაღალ განზომილებიან მონაცემთა ინტეგრაციაზე მუშაობს.

ლექციაზე მან ისაუბრა მონაცემთა ანალიზის მეთოდებზე და მათ აპლიკაციებზე, ასევე, სხვადასხვა პროგრამებზე, რომლებიც მონაცემთა სტატისტიკის ანალიზისთვის და ამ სფეროს სამომავლო განვითარებისთვის გამოიყენება.