[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

“მონაცემთა ინჟინერია და მონაცემთა მეცნიერება”

01.12.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე: "მონაცემთა ინჟინერია და მინაცემთა მეცნიერება". 
სემინარს პროფესორი ნოდარ მომცელიძე და იბსუ კურსდამთავრებული გიორგი ჯვარიძე გაუძღვნენ. კერძოდ, მათ ისაუბრეს მონაცემთა ანალიზის პლატფორმებზე – Spark-სა და H2O-ზე.

ვრცლად მომხსენებლების შესახებ:

გიორგი ჯვარიძე არის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი მონაცემთა ინჟინერიის, მინაცემთა მეცნიერების და განაწილებული გამოთვლების მიმართულებით. იგი მუშაობს დუბლინში კომპანია Zalando-ში, რომელიც ევროპაში უდიდესი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიაა.

ნოდარ მომცელიძე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის პროფესორია. ის აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ და წამყვან ქართულ კომპანიებთან.