„მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა: მართვა და შეფასება“
27.11.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგების სერია დაიწყო: „მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა: მართვა და შეფასება“. კურსი განკუთვნილია კერძო/საჯარო სკოლების დირექტორებისთვის, მოადგილეებისთვის, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ სკოლაში სასწავლო პროცესის მართვისა და შეფასების სისტემასთან.
კურსი სასწავლო პროცესის ეფექტურ მართვაში დაეხმარება როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ ადმინისტრატორებს.
ტრენინგ-პროგრამის მიზნები:
• თანამედროვე სკოლის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მახასიათებლების და კონსტრუქტივისტული თეორიის ძირითადი პრინციპების გაცნობა;
• კვლევაზე ორიენტირებული, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილებისა და სასწავლო პროექტების დაგეგმვა/შეფასება;