[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

საერთაშორისო საზღვაო სამართლის აქტუალური საკითხები

01.12.2017
 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, სამართლის დოქტორის, საერთაშორისო სამართლის პროფესორის ეკა სირაძის საჯარო ლექცია გაიმართა -საერთაშორისო საზღვაო სამართლის აქტუალური საკითხებზე. შეხვედრის თემატიკა იმ პრობლემებს შეეხებოდა, რომელსაც სახელმწიფოები საერთაშორისო ზღვებსა და ოკეანეებში იურისდიქციის გავრცელებისას აწყდებიან.

 განხილულ თემებს შორის იყო სამართლებრივი რეიმის მქონდე 9 ზონა (შიდა წყლები; ტერიტორიული ზღვა; მიმდებარე ზონა; განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა; განსაკუთრებული თევზჭერის ზონა; არქიპელაგური წყლები; კონტინენტური შელფი; ღია ზღვა; ღია ზღვის ფსკერი.) და ამ ზონებში სახელმწიფოების სამართლებრივი რეგულაციები.