შანხაის ბიზნეს სკოლის წარმომადგენლები იბსუში
03.07.2018შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შანხაის ბიზნეს სკოლის წარმომადგენლები: ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი და სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრის მსვლელობისას, განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხი და საფუძველი ჩაეყარა ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების სახით. შეხვედრის ბოლოს კი, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.