[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენელი იბსუში

02.04.2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი სასწავლო კურსის, „სკანდინავიის ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის“ ფარგლებში, საქართველოში შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ – ერიკ სალგრემ ფონ შენტმა შვედების საგარეო პოლიტიკის მახასიათებლებისა და განვითარების შესახებ სტუდენტებთან დისკუსია გამართა. 

მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვედეთის საგარეო პოლიტიკის განვითარების ძირითადი ეტაპების, ფემინისტური საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობის, საერთაშორისო ურთიერთობების მრავალმხრივი სისტემის მიმართ მხარდაჭერის, კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის დამყარების შესახებ. ასევე, სტუმარმა ხაზი გაუსვა იმ შემთხვევებს, რომლის დროსაც შვედეთი აქტიურად მონაწილეობდა ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის, გენდერული თანასწორობის დამყარებისა და მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობის პროცესში. ლექციის შემდეგ, სტუდენტებსა და სტუმარს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა.