[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

დოქტ. ჯაბირ ერგუვენისა და დოქტ. მეჰთაფ ერგუვენის გაცილება

03.06.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გულითადი გაცილება მოუწყო კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და

საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ლექტორებს: ასოც. პროფ. დოქტ. ჯაბირ ერგუვენს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეკავა, როგორც დეკანის, ასევე ამავე ფაკულტეტის სხვადასხვა აკადემიური თანამდებობები და ამავე ფაკულტეტის ლექტორს ასოც. პროფ. მეჰთაფ ერგუვენს.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, შზსუ-ს რექტორმა, ასოც. პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუმ გაიხსენა ასოც. პროფ. დოქტ. ჯაბირ ერგუვენთან ერთად გატარებული დრო და მის საქმიანობასთან დაკავშირებული წლები. ბ-ნ რექტორმა უნივერსიტეტის სახელით უსურვა მათ კარიერული წინსვლა და წარმატებები ახალ საქმიანობაში. შეხვედრას ესწრებოდნენ შზსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლები, რომელთაც გამოთქვეს კეთილი სურვილები და განშორებით გამოწვეული ემოცია გამოხატეს.
ბ-ნ ჯაბირმა დამსწრე საზოგადოებას და ზოგადად, ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა მოღვაწეობის 20 წლის განმავლობაში მის და მისი ოჯახის მიმართ გამოხატული გულწრფელი თანადგომისათვის, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა მის და მისი ოჯახის წევრების გულებში.