დავით ბერძენიშვილის საჯარო ლექცია
04.06.20154 ივნისს, "თბილისის გაეროს დებატების კვირეული 2015" -ის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,
რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ილიას ჩილოღლუს.
შეხვედრის დასასრულს ბატონ დავითს რექტორმა სიმბოლური საჩუქარი გადასცა უნივერსიტეტისგან სამახსოვროდ.
ბატონმა დავითმა ასევე საჯარო ლექცია ჩაატარა პროექტის მონაწილეებისათვის, მან რესპუბლიკური პარტიის შექმნის ისტორიასა და პარტიის პოლიტიკურ იდეოლოგიაზე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრა საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა. Georgian Model United Nations Association https://www.facebook.com/georgianMUN