[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

დავით ბაქრაძის ვიზიტი IBSU-ში

10.06.2015

10 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით

ბაქრაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მიმდინარე, ასევე, მომავალში დაგეგმილ რეფორმებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივებზე. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესებსა და უფლება-მოვალეობებზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მნიშვნელობას.

ნატოში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას დავით ბაქრაძემ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე გაეცნო უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს, ასევე გაეცნო ბიბლიოთეკაში არსებულ NATO-ს საინფორმაციო კუთხეს.