„სტრატეგიული დისკუსიები”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გამართულ „სტრატეგიულ დისკუსიებში“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური წარმომადგენლები და რამდენიმე ქართული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.