ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით უსამართლოდ შეუზღუდა
2018 წლიდან საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 24-27 აპრილს ეწვია ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა განათლების დარგში საერთაშორისო ექსპერტი გაერთიანებული სამეფოდან, პროფესორი ენდი გიბსი. დოკუმენტაციის ანალიზისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ექსპერტთა