[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტებმა DAAD-ის პრექტში გაიმარჯვეს და 28 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით გერმანიაში გაემგზავრებიან.

სტუდენტები გერმანიის ორ უნივერსიტეტში The University of Applied Sciences Zwickau (WHZ)- სა და The University of Applied Sciences Dresden (HTW)-ში ვორქშოპებს გაივლიან. ასევე, ესტუმრებიან სხვადასხვა კომპანიას და სოციალურ პროქტებში ჩაერთვებიან.

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,  ააიპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA)“, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს”, შპს „კავკასიის უნივერსიტეტსა“ და შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს“ შორის.

უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების თანხვედრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ და „GICE Partnership“ პროექტის (პროექტის დასახელება გამომდინარეობს მემორანდუმის ხელმომწერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელწოდებებიდან) ფარგლებში განახორციელონ საქართველოს შრომის ბაზრის ერთობლივი კვლევა. ეს საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ამ მიზნით წარმოებული თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.