2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შზსუ-ში შიდა მობილობის ვადები
24.06.20151. 2015 წლის 26 ივნისიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა;
2. 2015 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 10 ივლისის ჩათვლით – შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია (შესაბამის ფაკულტეტებზე);
3. 2015 წლის 13 ივლისიდან 2015 წლის 24 ივლისის ჩათვლით – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების გადაწყვეტილების და დასკვნების მომზადება;
4. 2015 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტთა შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება;
5. 2015 წლის 24 აგვისტო – შიდა მობილობის წესით ახალ ფაკულტეტებზე ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.