შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (პროფესორზე და ასოცირებულ პროფესორზე 5 წლის ვადით) შემდეგ მიმართულება/დარგი/ქვედარგში:
28.12.2017შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (პროფესორზე და ასოცირებულ პროფესორზე 5 წლის ვადით) შემდეგ მიმართულება/დარგი/ქვედარგში:
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
-
საერთაშორისო ურთიერთობები: პროფესორი (პროფესიული ნიშნით) (1 ვაკანტური ადგილი)
-
ჟურნალისტიკა: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
-
განათლების ადმინისტრირება: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე
-
მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
-
მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით) (1 ვაკანტური ადგილი)
-
ბიზნესის ადმინისტრირება: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
-
ბიზნესის ადმინისტრირება: პროფესორი (პროფესიული ნიშნით) (1 ვაკანტური ადგილი)
კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე
-
კომპიუტერული მეცნიერება: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
-
სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში);
-
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება პროფესორის თანამდებობაზე და არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
-
კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (გარდა ჟურნალისტიკის დარგის ვაკანსიისა);
-
უნივერსიტეტის დებულებით დადგენილ ქულათა სისტემაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის/ასისტენ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ქულათა რაოდენობის დაგროვება;
-
უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
პიროვნული თვისებები:
-
პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
-
ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
-
პრეზენტაციის უნარი;
-
პედაგოგიური უნარ-ჩვევები;
-
ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):
-
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
-
ავტობიოგრაფია (CV);
-
საკვალიფიკაციო დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
-
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
-
სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
-
დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
-
2 ფერადი ფოტოსურათი (3x4);
-
პირადობის მოწმობის/ID ბარათის ასლი;
-
დახასიათება (აკადემიური მიმართულებით) წინა სამუშაო ადგილიდან;
-
არსებობის შემთხვევაში დარგის შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
-
ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/უცხო ქვეყანაში ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი – სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით (საჭიროების შემთხვევაში);
-
დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე), ხოლო ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე);
-
საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია – პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმები.
საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 10 იანვრიდან 2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge, dmchedlishvili@ibsu.edu.ge.
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.