[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

Homecoming – მარიამ გაბათაშვილი

30.03.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კურსდამთავრებულთა Homecoming პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მარიამ გაბათაშვილთან, საჯარო ლექციის თემა – ’’როგორ იქმნება მსოფლიო სტანდარტის ბრენდი საქართველოში“.

მარიამ გაბათაშვილი კომპანია FRIXX-ის ბრენდ ლიდერია. მან სტუდენტებს ბრენდინგთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დაიგეგმა ბიზნესის მართვის ფაკულტეტსა და აღნიშნულ კომპანიას შორის თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია FRIXX არის ქართული კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახის ჩიფსებს ადგილობრივი ნედლეულით აწარმოებს.