დოქტორ ლუკ პროდრომოს ვექშოფი – შექსპირის დაუდგრომელი ქალბატონები
28.04.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ცნობილმა განათლების სპეციალისტმა, მასწავლებელმა და წიგნების ავტორმა დოქტორ ლუკ პროდრომმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ვორქშოპი გამართა თემაზე: ,,შექსპირის დაუდგრომელი ქალბატონები – ენა, უფლებები, იდენტობა“.
დოქტორმა პროდრომომ სტუდენტებს შექსპირის დრამატურგიის ძირითადი ასპექტები აუხსნა, მიმოიხილა მისი პიესების ბუნება და დეტალურად გააანალიზა ქალი პერსონაჟების ხასიათი. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ მსჯელობაში.