შვეიცარიის ელჩი IBSU-ში
03.05.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი იმყოფებოდა. სტუდენტებთან შეხვედრის თემა იყო "შვეიცარიული ნოუ ჰაუ – რა უნდა ისწავლოს საქართველომ შვეიცარიისგან''.
ვიზიტის ფარგლებში #იბსუს სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს ელჩთან შეკითხვების დასმის და დისკურსიის შესაძლებლობა მიეცათ. აღნიშნული ლექციის პარალელურად მომზადდა ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა ''პანორამა'', რომელიც იბერია ტვ-ზე გავა.