”ბეღურიადა 2017”
05.06.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სტაჟირება 120-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.
5 თვის მანძილზე სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც უნივერსიტეტის მასშტაბით თუ მის ფარგლებს გარეთ გაიმართა: სკოლებში გაცნობითი პრეზენტაციები, ღია კარის დღეები, განათლების გამოფენა, სასწავლო ოლიმპიადა თუ სხვა. მოხალისე სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერთიფიკატები. ღონისძიების მეორე ნაწილი კიდევ უფრო საზეიმო იყო და ჯგუფი ''არა'' – ს კონცერტით გაგრძელდა.