ქართველი გამომგონებლები
27.11.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლების ანა და კარლო ხუციშვილების საჯარო ლექცია გაიმართა. (გამოგონებები – life saver – უპილოტო გამნაღმველი სისტემა; მულტიკლიმატიზატორი-ამინდის პროგნოზის განმსაზღვრელი ფერმერთათვის; non-stop-ინოვაციური ეტლი შშმ პირებისთვის.)
წარმატებულმა ქართველმა გამომგონებელმა საკუთარ გამოცდილებასა და წარმატებაზე ისაუბრეს – NASA-ში ვიზიტსა და სხვადასხვა გამოგონებაზე, რომლებმაც მათ საერთაშორისო აღიარება მოუტანა.