თამარ ჩერგოლეიშვილის ლექცია
01.12.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბ "შუადღე სტუდენტებთან ერთად" ორგანიზებით მედია ჰოლდინგ ტაბულას მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ''მედიის როლი პოლიტიკაში''.
ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრისას, სტუმარი არაერთ საკითხს შეეხო. მიმოიხილა, როგორც მედიის მოკლე ისტორია, ასევე, მისი დღევანდელი გაგება და ე.წ. ტრადიციული და სოციალური მედიის გადაკვეთის წერტილები ქართულ და საერთაშორისო პრაქტიკაში.