[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

„სტრატეგიული დისკუსიები”

08.02.2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გამართულ „სტრატეგიულ დისკუსიებში“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური წარმომადგენლები და რამდენიმე ქართული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

„სტრატეგიული დისკუსიები“ შეიქმნა 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით. დისკუსიების მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოს ეროვნული უშიშროების განმტკიცების პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომისა და ეროვნული მედეგობის უზრუნველყოფის საკითხებზე.