[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ამერიკელი ადვოკატის – როჯერ ჰაიეტის საჯარო ლექციები IBSU-ში

13.04.2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ამერიკელი ადვოკატი როჯერ ჰაიეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2 კვირით სტუმრობს. ამ დროის განმავლობაში, სტუმარი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ბიზნეს სამართალში კითხულობს სალექციო კურსს.

როჯერ ჰაიეტი არის ბოსტონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა დიდ ამერიკულ იურიდიულ ფირმაში და იყო პრაქტიკოსი იურისტი მისურისა და ფლორიდის შტატებში შრომისადა ბიზნეს სამართლის მიმართულებით. ამასთანავე, აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში და ასწავლიდა მისური-კანზას სითისა და კანზასის უნივერსიტეტებში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, აღნიშნული კურსის ფარგლებში, როჯერ ჰაიეტი განიხილავს საერთაშორისო პოლიტიკასა და იმ რეგულაციებს, რომლებიც ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.