[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

მე-8 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე

20.04.2018

20-21აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო კონფერენციას (IRCEELT)აწყობს, რომელიც ეძღვნება განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას და 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს  – ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი30-მდე სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, უნგრეთი, ესპანეთი, ლატვია, ფინეთი, ისრაელი, ბელორუსი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, მალაიზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ომანი, ყატარი, ტაილანდი, ნიგერია, ალჟირი და განა.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო თემებს:

  • განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)
  • სასწავლო გარემოს მენეჯმენტი
  • განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება
  • უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა)
  • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
  • ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა
  • ენა და კულტურა