[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

აბრეშუმის გზის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია

24.05.2018

23-24 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭრით აბრეშუმის გზის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მართავს თემაზე: "ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მსოფლიოში და ახალი გამოწვევები".

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 70-მდე მომხსენებელი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, იტალიიდან, ნიგერიიდან, პოლონეთიდან, ასევე, ხორვატიიდან, უკრაინიდან და არაბთა გაერთიანებული საამიერობიდან.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას, მეცნიერებს, მკვლევარებს, და ინდუსტრიის ექსპერტებს, განიხილონ მსოფლიო ეკონომიკის რხევები, კვლევის შედეგები და გაუზიარონ წარმატებული პრაქტიკა და გამოცდილება.