[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

29.01.2019

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი 5 წლის ვადით, ასისტენტ პროფესორი 4 წლისვადით) შემდეგ მიმართულება/დარგი/ქვედარგში: 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტ

  1. ეკონომიკა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
  2. საჯარო მმართველობა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
  3. საჯარო მმართველობა: ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  1. კავკასიოლოგია: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ინგლისურენოვანი პროგრამა
  2. კავკასიოლოგია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ინგლისურენოვანი პროგრამა
  3. კავკასიოლოგია: ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ინგლისურენოვანი პროგრამა
  4. ამერიკისმცოდნეობა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ინგლისურენოვანი პროგრამა

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი

  1. საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი: ასისტენტ პროფესორი (1ვაკანტური ადგილი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებულ პროფესორად/პროფესორად მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საჭიროების შემთხვევაში);
  • უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ასოცირებული პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საჭიროების შემთხვევაში);
  • უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ასისტენტპროფესორი

  • დოქტორისან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში);
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საჭიროების შემთხვევაში);
  • უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
  • შეიძლება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) კანდიდატი უნდა ფლობდეს სხვა მიმართულების დოქტორისან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ბ)გააჩნდეს გამოცხადებული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა მოიცავდეს მენეჯერულ პოზიციას) სულმცირე 10(ათი) წელი პროფესორისთვის, სულ მცირე7 (შვიდი) წელი ასოცირებული პროფესორისათვის, სულ მცირე 5 (ხუთი) წელი ასისტენტ პროფესორისათვის;

გ) ჰქონდეს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში სულმცირე ერთი პუბლიკაცია გამოცხადებულ მიმართულებაში ასისტენტ პროფესორისთვის, სულ მცირე ორი პუბლიკაცია ასოცირებული პროფესორისათვის,  სულ მცირე სამი პუბლიკაცია და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება.

  • კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები კერძოდ:
    • პროფესორის აკადემიური თანადებობის დაკავებისათვის კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 200 ქულა (სულ მცირე 100 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
    •  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანადებობის დაკავებისათვის კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 100 ქულა (სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
    • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანადებობის დაკავებისათვის კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 50 ქულა (სულ მცირე 25 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
    • შეფასება ხორციელდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შესახებ. (იხილეთ შესაბამისი ფორმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე).
    • კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლექციის წარმართვისათვის აუცილებელი უნარები (დგინდება გასაუბრებისა და/ან საცდელი ლექციის საფუძველზე);

 

კონკურსის დამატებითი პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს განაცხადის ფორმა თანდართული დოკუმენტაციით (იხილეთ შესაბამისი ფორმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე)

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 26 თებერვლიდან  2019 წლის 1 მარტის ჩათვლით (14:00 სთ-დან16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.ibsu.edu.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ,#2. 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები: 

  • 1 ლინკი (სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში (ბოლო 5 წელი) )
  • 2 ლინკი (საინფორმაციო ფორმა აკადემიური/მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად)
  • 3 ლინკი (განცხადება აკადემიური პოზიციის დასაკავებლად)