შეხვედრა სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წარმომადგენლობასთან
03.12.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA)უკრაინის, ბელორუსიისა და
კავკასიის რეგიონის წარმომადგენლებთან – ACCA-ს განათლების განყოფლების ხელმძღვანელს ელენა ნაუმენკოსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობების მენეჯერს დიმიტრი შკოლნიკოვთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა უნივერსიტეტისა და ასოციაციის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები, კერძოდ კი ACCA-ის მიერ ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სტუდენტთათვის პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების ჩართვლის საკითხი.