[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

კიბეროლიმპიადა

30.03.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, პირველი ეროვნული კიბეროლიმპიადის შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აღნიშნული ოლიმპიადის საკონკურსო პირობების, მონაწილეობის წესებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ.

შეხვედრას მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე, CERT-ის მენეჯერი დავით ქვათაძე და ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი ლომიძე გაუძღვნენ.

სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს და ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის საჭირო რჩევები მისცეს.