სტუდენტური კონფერენცია ”Creative Thinking”
25.04.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია ''Creative Thinking'' გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცია-კონკურსის მთავარი ამოცანა ბიზნეს იდეების მაქსიმალურად პრაქტიკული და რეალისტური გზით გადაჭრა იყო.
წარმოდგენილ 10-ზე მეტ პროექტს შორის იყო ისეთი ბიზნეს გეგმები როგორებიცაა: აუდიო წიგნები/მუსიკასთან სინქრონიზირებული ელ.წიგნები, ავტო რეაბილიტაციის გამარტივებული სისტემა, ეკომუზეუმი, პლასტიკატის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო და სხვა.