შეხვედრა DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან
30.05.2018შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტ. გებჰარდ როილი და ცენტრის თანამშრომელი თამარ ლაცაბიძე ეწვივნენ. სტუმრები უნივერსიტეტის რექტორს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ და ცენტრის საქმიანობასა და დანიშნულების შესახებ ისაუბრეს.
სტუმრებმა, პრეზენტაციის მეშვეობით, დამსწრეთ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს გერმანიაში სწავლის შესაძლებლობებზე, კერძოდ წელიწადში სამჯერ მოკლევადიანი გაცნობითი ვიზიტები გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში, გერმანული ენის საზაფხულო და ზამთრის სკოლების შესახებ, სამაგისტრო პროგრამების მრავალფეროვნებისა და DAAD-ის სტიპენდიების/დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები შესახებ, როგორც დოქტორანტი სტუდენტებისთვის ისე ახალგაზრდა მკლევარებისთვის.
საუბარი შეეხო გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებსაც.