[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები DAAD-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

02.10.2015

2015 წლის 30 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, საქართველოში DAAD- (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს  დოქ.

 მარტინ პრაქსენტალერს  და თბილისის საინფორმაციო ცენტრის კონსულტანტს თამარ შაშიაშვილს შეხვდნენ.

მარტინ პრაქსენტალერმა სტუდენტებთან ისაუბრა DAAD-ს მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამების შესახებ, ასევე, გერმანიაში დაფინანსების მიღების, სწავლისა და კვლევის შესაძლებლობებზე.

შეხვედრა კითხა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ლექტორები საქართველოში 1988 წლიდან მუშაობენ. 2004 წელს თბილისში გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი. ეს უკანასკნელი ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების, ასევე გერმანიაში დაფინანსების მიღებისა და DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. DAAD ეხმარება ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს პარტნიორული პროგრამების განხორციელებაში.