ამერიკის საელჩო და IBSU ერთობლივ პროექტს განახორციელებენ
15.10.2015ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ს საგარეო ურთიერთობების ლექციების ექვსკვირიანი დისტანციურ პროექტზე,
რომელშიც ჩართული იქნებიან ამერიკისმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტუდენტები. ამასთან, შავი ზღვის საერთაშორსიო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ''ამერიკულ კუთხეს“ აშშ-ს საელჩომ ტრადიციულად საჩუქრად გადასცა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის, ლიტერატურის, პოლიტიკის, კულტურის, პრეზიდენტების ბიოგრაფიების და მოღვაწეობის შესახებ გამოცემული ძვირადღირებული წიგნები. შეხვედრისას საუბარი შეეხო, ასევე, მომავალ თანამშრომლობას.