[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ჯანმრთელობა

21.08.2014

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებითა და ინვენტარით. 

უნივერსიტეტის ექიმი ზრუნავს არა მარტო სტუდენტებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობაზე, არამედ მათი ზოგადი სამედიცინო განათლების დონის ამაღლებაზეც, რაც ხორციელდება როგორც პირადად ექიმთან გასაუბრებით, ასევე მოწვეულ, კომპეტენტურ პირებთან შეხვედრებით (მაგ. სემინარი, ტრენინგი, საჯარო ლექცია).

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სისხლის ბანკებთან. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები უსასყიდლო დონაციით ცდილობენ, დაეხმარონ მათ სხვადასხვა ჯგუფის სისხლის მარაგის შექმნაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობისთვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ექიმის კაბინეტში არის ყველანაირი პირობა და რესურსი იმისათვის, რომ სტუდენტმა და მომუშავე პერსონალმა უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს თავი.