[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

IBSU-ს ”სამოქალაქო ჩართულობის კლუბის” ინიციატივით 18 აპრილს, 14:00 საათზე,

18.04.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ''სამოქალაქო ჩართულობის კლუბის'' ინიციატივით 18 აპრილს, 14:00 საათზე, საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: ''გენდერული აქცენტები საქართველოში''.

 

სტუმრები :

მწერალი, მთარგმნელი, ''საბას'' ლაურიატი ანა კორძაია-სამადაშვილი

ქალთა მოძრაობის აქტივისტი – ბაია პატარაია

 

გახშირებული ფემიციდი, ქალთა მიმართ ძალადობა და სელექციური აბორტების კრიტიკული ნიშნული. რამდენად განსაზღვრული უნდა იყოს ქალის როლი მასკულინურ საზოგადოებაში? რა ღონისძიებები უპირისპირდება აღნიშნულ ფაქტებს პოლიტიკურ და საკანონმდებლო დონეზე? არის თუ არა ისინი ეფექტური? რეალური გამოსავალი მხოლოდ დრომოჭმული სტერეოტიპეპის მსხვრევაა.

კვოტირების იდეა მოიზარებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან. იგი ეფექტური საშუალებაა გენდერული უთანასწორობის მისაღწევად, რაც ქვეყანაში „წარმომადგენლობითი დემოკრატიის“ ბაზისს ქმნის. მთელს მსოფლიოში ქალთა 30 პროცენტიანი წარმომადგენლობა ითვლება ე.წ. „კრიტიკულ მასად“, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს, როგორც ინტერესთა ჯგუფს, სახელმწიფო პოლიტიკაზე საგრძნობი გავლენა მოახდინონ. გაეროს 1990 წლის ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციის თანახმად – 30 პროცენტიანი კვოტირება განიხილება, როგორც დირექტიული ხასიათის მინიმალური მოთხოვნა სახელმწიფო სტრუქტურების დემოკრატიზაციისათვის. მაგალითად, იტალიაში ქალები 50 პროცენტიანი რაოდენობით უნდა დაფიქსირდნენ საარჩევნო ბიულეტენებში, ხოლო ბრაზილიაში – 20 პროცენტიანი, არგენტინაში 30 პროცენტიანი კვოტით.

რამდენად ხელშესახები შედეგის მომტანი შეიძლება იყოს გენდერული კვოტირება საქართველოსთვის?

ადგილი: IBSU-ს საკონფერენციო დარბაზი, B კორპუსი