[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

მობილობა IBSU-ში

01.05.2018

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) და მობილობის საფასურის გადახდისვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა:2018 წლის 06 თებერვალი.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მობილობის მსურველი სტუდენტის შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადაა – 2018 წლის 06-07-08 თებერვალი.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 06 თებერვალს და გაგრძელდება 13 თებერვლის ჩათვლით.

რეგისტრაციისგასავლელადწარმოსადგენიდოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება (იწერება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში)
  • პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტი/ბინადრობის ნებართვის ასლი)
  • ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში)
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა
  • საშუალო სკოლის ატესტატის ასლი (ბაკალავრებისთვის)
  • ბაკალავრის დიპლომისასლი (მაგისტრებისთვის)
  • მაგისტრის დიპლომისასლი (დოქტორანტებისთვის)
  • ეროვნული გამოცდების / სტუდენტური ბარათის ასლი
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)

შენიშვნა:უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველებმა ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე) უნდა დაადასტურონ შესაბამისი დონის ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატით ან უნივერსიტეტში ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდის ჩაბარებით.

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის საფუძველზე ჩარიცხვა არ განხორციელდება საბაკალავრო საფეხურზე სწავლების მე-4 კურსიდან, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე – მე-2 კურსიდან.

ამასთან, ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩასარიცხად შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დადგენილი აქვს მიღების დამატებითი წინაპირობები:

  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი(საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3540 ლარს;      
  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (ინგლისურენოვანი)(საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3960 ლარს;      
  • ტურიზმი (ინგლისურენოვანი)(საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1და 3კურსზე;
  • ეკონომიკა (ინგლისურენოვანი)(საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1და 2კურსზე;
  • საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა(საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4680 ლარს.   

მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტშიუნდა გამოცხადნენ 2018 წლის 14თებერვალს შეთავაზებული პირობებისთაობაზე წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გასაფორმებლად.

მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონშპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში 2018 წლის 06თებერვლიდან 13 თებერვლისჩათვლით, 10:00-დან 17:00-მდე.

დამატებითიინფორმაციისათვისმიმართეთხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა dmtchedlishvili@ibsu.edu.ge

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2, თბილისი, 0131