[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

საფრანგეთის ელჩის სტუმრობა IBSU-ში

14.12.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე სტუმრობდა და სტუდენტებისთვის საფრანგეთი -საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია წაიკითხა. ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობას.

 მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად ვითარდება. ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი. შეხვედრის ფარგლებში, ტელევიზია იბერიისთვის მომზადდება სატელევიზიო გადაცემა.