მობილობა IBSU-ში
07.09.2015 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხულ პირთა საყურადღებოდ!
ძვირფასო სტუდენტებო, მობილობით ჩარიცხულ პირთა რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 25 აგვისტოდან და გაგრძელდება 7 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტყრაციის გასავლელად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
– განცხადება რექტორის სახელზე
– პირადობის მოწმობის ასლი
– ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
– ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი
– საშუალო სკოლის ატესტატის ასლი
– უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი
– წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ სტუდენტური საქმეების განყოფილებაში. სამუშაო საათებში 09:00 დან 17:00-მდე
ტელ: 259 50 05/06 შიდა (175)