[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის ვიზიტი ბაქოში

29.10.2015

11-15 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ანანო ბენიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ბაქოში. პროექტი ორი ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით განხორცელდა.

 მასში მონაწილეობას საქართველოს 20 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარე იღებდა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ახალგაზრდულ ორგანიზაცია NAYORA-ს, სტუდენტურ ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე ესტუმრნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლის ADDA-ს ხელმძღვანელობას. 
პროექტის მიზანი სტუდენტებისთვის საერთაშორისო დონეზე საქმის წარმოების შესაძლებლობის მიცემა, ადგილობრივი საგანმანათლებლო პირობებისა და პრობლემებისა განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა იყო.