[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

“მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული“ IBSU – ში

12.11.2015

შავიზ ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითგამართულ "მეცნიერებისა და  ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებშიპრეზენტაციები გაიმართა.

 ღონისძიების ფარგლებში შემდეგი მოხსენებებიგაიმართა:

 1. პრეზენტაცია:  „ბიზნეს პროექტები“ – IBSU IDEA LAB – Business Incubator – მაკა ბუღულაშვილი

მაკა ბუღურაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ 5 მიმდინარე ბიზნეს პროექტზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს არამხოლოდ უნივერსიტეტის ფარგლებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და მასში არაერთი სტუდენტი და მოსწავლე იღებს მონაწილეობას. საუბარი შეეხო,  IBSU IDEA LAB – Business  Incubator, ’’ბიზნეს ანაბანას“ თუ სხვა აქტუალურ პროექტებს.

2. პრეზენტაცია: ’’ინოვაციურიტექნოლოგიებისცენტრის(CIT)  მიღწევები” – გიორგიუსანეთაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ’’ინოვაციურიტექნოლოგიებისცენტრი“ ერთი წელია შეიქმნა და ამ დროისთვის 30-ზე მეტი პროექტის განხორციელება შეძლო, ცენტრში დამზადებული ინოვაციური პროდუქტები, არამხოლოდ უნივერსიტეტის დონეზეა მნიშვნელოვანი, არამედ, მათ საერთაშორისო მნიშვნელობაც გააჩნია.