[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

სტუდენტები IBSU-ს შესახებ

16.10.2015

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ განათლების გამოფენაზე გავიგე, საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულები, საინტერესო სტენდი ჰქონდათ და უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც გულისხმიერად გვპასუხობდნენ კითხვებზე. 

ამის შემდეგ დავინტერესდი სასწავლო პროგრამებით და ყველაფერთან ერთად დაფინანსების სისტემამაც მომხიბლა“ – ამბობს თეკლა ლობჟანიძე, რომელიც ბიზნესის ფაკულტეტზე IBSU-ს ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია, ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს. IBSU-მას 4 წლიანი სწავლის დაფინანსებასთან ერთად სტიპენდიასაც უხდის, წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებით წაუკეთესო ორასეულში მოხვედრის გამო.

’’წინასწარ მოლოდინზე უკეთესი სიტუაცია დამხვდა, საკმაოდ დაკავებული ვარ, როგორც მეცადინეობით, ისე, სხვადასხვა აქტივობით – კლუბის ღონისძიება იქნება, ექსკურსია თუ სხვა. ყველაზე დიდი მოტივაცია აქ ჩაბარების მაინც დაფინასების სისტემა იყო, დღევანდელი ახალგაზრდისთვის ბევრს ნიშნავს როდესაც საკუთარ სწავლას უზრუნლყოფ. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო. ასევე,  ჩვენი უნივერსიტეტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ინგლისური საფუძვლიანად, პროფესიულ დონეზე შეისწავლო და დამატებითი კურსები აღარ დაგჭირდეს.

დადებითთან ერთად უარყოფითსაც ვიტყვი, მაგალითად კაფეტერია და ბიბლიოთეკა არის პატარა, დასვენების ოთახი კი მიბმულია ბიბლიოთეკას შესაბამისად შეზღუდული გვაქვს საუბარი, ამიტომ ეს გარკვეული დისკომფორტია.  ვიცი, რომ ახალ კამპუსში ეს პრობლემა მოხსნილი იქნება, ამიტომ ერთი სული მაქვს იქ როდის გადავალთ.

ზოგადად, თაობას რაც შეეხება, ძალიან განათლებული და მიზანდასახული თაობა ვართ, გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ არა მარტო ლოკალურად, ჩვენს გარშემო, არამედ უფრო მაღალ დონეზე შევცვალოთ რაღაცები და ამის საფუძველი სწორედ განათლება იქნება. ჩემი ჯგუფის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ძალიან მონდომებულია და დიდი კონკურენციაცაა. თავის დასამკვიდრებლად, შენ არამარტო სალექციო და სასწავლო აქტივობებში გიწევს მონაწილეობის მიღება, არამედ სხვა სახის საუნივერსიტეტი აქტივობებშიც. თუმცა, ჩვენი თაობიდან  უცხოეთშიც ბევრი მიდის  და იმედია ეს უარყოფითად  არ აისახება და უკვე პროფესიონალი კადრები დაბრუნდებიან უკან. 

აბიტურიენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ საფუძლვიანად გაარკვიონ რომელ უნივერსიტეტს ირჩევენ, ვინაიდან ეს შემდეგ ბევ რამეს განსაზღვრავს, მომავალ კარიერას და წარმატებას.