[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (ასოცირებულ პროფესორზე 5 წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორზე – 4 წლის ვადით) შემდეგ დარგებში:

19.02.2016
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (ასოცირებულ პროფესორზე 5 წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორზე – 4 წლის ვადით) შემდეგ დარგებში:  
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
1. საერთაშორისო სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
2. კერძო სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
3. სისხლის სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
4. ისტორია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
 
განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
1. ინგლისური ფილოლოგია: ასოცირებული პროფესორი (3 ვაკანტური ადგილი)
2. თურქული ფილოლოგია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
3. ფილოლოგია: ასისტენტ-პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
 
ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე
1. მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)
2. მარკეტინგი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
3. საბუღალტრო აღრიცხვა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
4. ტურიზმი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) 
 
კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე
1. სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია: ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)
2. ინფორმატიკა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) (აუცილებელი მოთხოვნა: პროგრამირების ენების და ხელოვნური ინტელექტის დოკუმენტურად დადასტურებული ცოდნა);
3. მათემატიკა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულებაში/დარგში);
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საჭიროების შემთხვევაში);
უნივერსიტეტის დებულებით დადგენილ ქულათა სისტემაში ასოცირებული პროფესორის/ასისტენ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ქულათა რაოდენობის დაგროვება (დამატებითი კრიტერიუმები).
 
პიროვნული თვისებები: 
პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე; 
ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
პრეზენტაციის უნარი;  
პედაგოგიური უნარ-ჩვევები;  
ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი.  
 
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით): 
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
ავტობიოგრაფია (CV);  
საკვალიფიკაციო დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;  
სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);  
2 ფერადი ფოტოსურათი (3×4);
პირადობის მოწმობის/ID ბარათის ასლი;  
დახასიათება (აკადემიური მიმართულებით) წინა სამუშაო ადგილიდან;  
არსებობის შემთხვევაში დარგის შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/უცხო ქვეყანაში ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი – სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით (საჭიროების შემთხვევაში);
დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე), ხოლო ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე);
საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია – პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმები.
 
საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
 
დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2016 წლის 26 თებერვლიდან 2016 წლის 15 მარტის ჩათვლით (10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. 
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ: 2595005, ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.