შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას ეწვივნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ფედერაციის ხელმძღვანელობას.
ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
,,მსგავსი ვიზიტები სტუდენტებს ეხმარება საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული, ფუნდამენტური საკითხების შესწავლაში და პრაქტიკული უნარების განვითარებაში. რაც ხელს უწყობს მათ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესწავლაში, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში.” – განაცხადა ასოც. პროფესორ დოქტორმა იაშა მურვანიძემ.